ORGU
+995 557 355 39824/7SMSWhatsAppViber
ENRUKA
განვიხილოთ თქვენი პროექტი↗
ORGU / საინჟინრო დისციპლინები

კონსტრუქციული პროექტირება

ORGU ამუშავებს შენობის მზიდ სისტემას კონცეფციიდან მუშა ნახაზებამდე. ვითვლით დატვირთვებს, ვარჩევთ რაციონალურ კონსტრუქციულ სქემას და ვამზადებთ დოკუმენტაციას, რომლითაც მშენებელი პირდაპირ მუშაობს.

ბოლო განახლება:

რა შედის მომსახურებაში

რას მიიღებთ

  • განმარტებითი ბარათი და გაანგარიშების ანგარიში
  • კონსტრუქციული მუშა ნახაზები
  • არმირებისა და მასალების სპეციფიკაციები
  • სამუშაოთა მოცულობების უწყისი
ვისთვის არის

დეველოპერები, არქიტექტორები და კერძო დამკვეთები, რომლებსაც საცხოვრებელი, კომერციული ან საზოგადოებრივი შენობისთვის სანდო კონსტრუქციული პროექტი სჭირდებათ.

როგორ განისაზღვრება ფასი

ფასი დამოკიდებულია შენობის ფართობზე, სართულიანობაზე, კონსტრუქციულ სისტემაზე (რკინაბეტონი, ლითონი, ხე), გრუნტის პირობებსა და პროექტის სტადიაზე. ზუსტ ფასს წერილობითი შეთავაზებით გიგზავნით მას შემდეგ, რაც შეკვეთის ფორმაში პროექტს აღწერთ.

მომსახურების შეკვეთა ↗

როგორ შევუკვეთოთ

  1. 01

    მომსახურების არჩევა

    აირჩიეთ საჭირო მომსახურება და მისი მოცულობა.

  2. 02

    პროექტის დეტალები

    შენობის ტიპი, ფართობი, მდებარეობა და სტადია: ის დეტალები, რომლებიც ფასს განსაზღვრავს.

  3. 03

    კონტაქტი და დადასტურება

    დაგვიტოვეთ კონტაქტი და დაადასტურეთ. პასუხად შეთავაზებას გამოგიგზავნით.

ხშირად დასმული კითხვები

რა ინფორმაცია გჭირდებათ კონსტრუქციული პროექტის დასაწყებად?

არქიტექტურული ნახაზები ან კონცეფცია, ნაკვეთის მისამართი და, თუ არსებობს, გეოლოგიური კვლევა. თუ კვლევა ჯერ არ გაქვთ, გეტყვით, რა მოცულობით არის საჭირო.

აკეთებთ არსებული შენობის შეფასებას ან გაძლიერებას?

დიახ. ვაფასებთ არსებულ კონსტრუქციას, რეკონსტრუქციისა და დაშენების შესაძლებლობას და საჭიროების შემთხვევაში ვამზადებთ გაძლიერების პროექტს.

როგორ განისაზღვრება ფასი?

ფასი დამოკიდებულია ფართობზე, სართულიანობაზე, კონსტრუქციის ტიპსა და პროექტის სტადიაზე. დეტალების მიღების შემდეგ გიგზავნით ზუსტ შეთავაზებას.

ORGU / ↗

შეუკვეთეთ მომსახურება 3 ნაბიჯად

აირჩიეთ მომსახურება, აღწერეთ პროექტი და დაგვიტოვეთ კონტაქტი. მოთხოვნას განვიხილავთ და გამოგიგზავნით შეთავაზებას ფასითა და ვადით.

  1. 01მომსახურების არჩევა
  2. 02პროექტის დეტალები
  3. 03კონტაქტი და დადასტურება
ნაბიჯი 1 / 3მომსახურების არჩევა
მოცულობა *

01 /↗

სამშენებლო დოკუმენტაცია

საპროექტო დოკუმენტაცია მშენებლობისთვის: მუშა ნახაზები, დეტალები, სპეციფიკაციები და მოცულობების უწყისები, რომლითაც მშენებელს კითხვები აღარ უჩნდება.

02 /↗

BIM და ტექნიკური კოორდინაცია

BIM მოდელი Revit-ში, დისციპლინების კოორდინაცია და კოლიზიების შემოწმება. შეცდომები ჩანს მოდელში და არა მშენებლობაზე.

03 /↗

საავტორო ზედამხედველობა

საავტორო ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა მშენებლობის დროს: ობიექტზე ვიზიტები, ნახაზების განმარტება და ცვლილებების დამუშავება.

ყველა მომსახურება ↗