თბოდანაკარგების და სითბური დატვირთვის გაანგარიშება
თითოეული ოთახის თბოდანაკარგი და გაგრილების დატვირთვა kW-ში, Revit/IFC მოდელიდან ან ნახაზებიდან. საფუძველი ქვაბისა და კონდიციონერის შერჩევისთვის.
სწორად დაპროექტებული გათბობა ყველა ოთახს თანაბრად ათბობს და ზედმეტ ხარჯს არ ქმნის. ORGU ითვლის თითოეული ოთახის თბოდანაკარგს და ამის მიხედვით არჩევს ქვაბს, რადიატორებს ან იატაკის გათბობას.
ბოლო განახლება:
კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები, ოფისები და საზოგადოებრივი შენობები.
ფასი დამოკიდებულია ფართობზე, სითბოს წყაროზე (ქვაბი, სითბური ტუმბო), გამათბობლების ტიპზე (რადიატორი, იატაკის გათბობა) და სართულიანობაზე. ზუსტ ფასს წერილობითი შეთავაზებით გიგზავნით მას შემდეგ, რაც შეკვეთის ფორმაში პროექტს აღწერთ.
მომსახურების შეკვეთა ↗აირჩიეთ საჭირო მომსახურება და მისი მოცულობა.
შენობის ტიპი, ფართობი, მდებარეობა და სტადია: ის დეტალები, რომლებიც ფასს განსაზღვრავს.
დაგვიტოვეთ კონტაქტი და დაადასტურეთ. პასუხად შეთავაზებას გამოგიგზავნით.
ფასი დამოკიდებულია ფართობზე, ოთახების რაოდენობასა და სისტემის ტიპზე. შეკვეთის ფორმაში ფართობი მიუთითეთ და ზუსტ შეთავაზებას გამოგიგზავნით.
მილების გაყვანამდე და იატაკის მოჭიმვამდე, როცა ბინის ან სახლის გეგმა უკვე ცნობილია. ასე ქვაბის ადგილი, მილების მარშრუტი და კოლექტორები წინასწარ იგეგმება და მზა რემონტის დაზიანება აღარ გიწევთ.
არქიტექტურული გეგმები და ჭრილები (PDF ან DWG) ან Revit/IFC მოდელი, კედლების, ფანჯრებისა და გადახურვის მასალები და სასურველი სითბოს წყარო: გაზი, დენი ან სითბური ტუმბო. თუ რომელიმე მონაცემი არ გაქვთ, ერთად დავაზუსტებთ.
რამდენ კუბ გაზს წვავს ცენტრალური გათბობა იანვარში და მთელ სეზონზე 60–200 მ² ბინასა და სახლში, რა ჯდება ეს თბილისის ტარიფით და როგორ შეამოწმოთ საკუთარი ხარჯი.
ცენტრალური გათბობის პრაქტიკული რჩევები: რა ტემპერატურა დავაყენოთ ოთახსა და ქვაბზე, თერმოსტატი, ღამის რეჟიმი, რადიატორები, ვენტილაცია და როდის სჭირდება სისტემას ინჟინერი.
როგორ გამოვთვალოთ რადიატორის სექციების რაოდენობა ან პანელის ზომა: ფორმულა, ცხრილი ოთახის ფართობით, კუთხის ოთახი და დაბალტემპერატურული სისტემა.
აირჩიეთ მომსახურება, აღწერეთ პროექტი და დაგვიტოვეთ კონტაქტი. მოთხოვნას განვიხილავთ და გამოგიგზავნით შეთავაზებას ფასითა და ვადით.
თითოეული ოთახის თბოდანაკარგი და გაგრილების დატვირთვა kW-ში, Revit/IFC მოდელიდან ან ნახაზებიდან. საფუძველი ქვაბისა და კონდიციონერის შერჩევისთვის.
HVAC და კონდიცირების სისტემის პროექტი საცხოვრებელი და კომერციული შენობებისთვის: VRF, ჩილერ-ფანკოილი, სპლიტ სისტემები და ავტომატიკა.
შიდა წყალმომარაგება, ცხელი წყალი, კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემები. ხარჯების გაანგარიშება, სატუმბი სადგურები და რეზერვუარები.