საინჟინრო კონსულტაცია
დამოუკიდებელი საინჟინრო რჩევა: ტექნიკური კითხვის შესწავლა, ვარიანტების შედარება, ობიექტის შეფასება და გადაწყვეტილების დასაბუთება.
სხვა კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტს მშენებლობამდე ვამოწმებთ: სრულია თუ არა, ემთხვევა თუ არა დისციპლინები ერთმანეთს და სად შეიძლება იგივე შედეგი ნაკლებ ფასად მიიღოთ. Value Engineering ხარისხს არ ამცირებს — ზედმეტ მარაგს, გადაჭარბებულ სიმძლავრეს და ძვირ გადაწყვეტებს პოულობს, რომლებსაც უფრო იაფი, თანაბრად კარგი ალტერნატივა აქვს.
ბოლო განახლება:
დეველოპერები, ინვესტორები და დამკვეთები, რომლებსაც პროექტი უკვე აქვთ და მშენებლობამდე დამოუკიდებელი შემოწმება ან ხარჯის შემცირება სურთ.
მშენებლობის ნებართვის ოფიციალური ექსპერტიზა, რომელსაც სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ორგანიზაცია ატარებს — ის ცალკე პროცედურაა.
ფასი დამოკიდებულია ობიექტის ზომაზე, სისტემების რაოდენობასა და იმაზე, რა მასალა გაქვთ უკვე (ნახაზები, მოდელი, მონაცემები). ზუსტ ფასს წერილობითი შეთავაზებით გიგზავნით მას შემდეგ, რაც შეკვეთის ფორმაში პროექტს აღწერთ.
მომსახურების შეკვეთა ↗აირჩიეთ საჭირო მომსახურება და მისი მოცულობა.
შენობის ტიპი, ფართობი, მდებარეობა და სტადია: ის დეტალები, რომლებიც ფასს განსაზღვრავს.
დაგვიტოვეთ კონტაქტი და დაადასტურეთ. პასუხად შეთავაზებას გამოგიგზავნით.
ეს პროექტის ფუნქციისა და ფასის სისტემური ანალიზია: ვეძებთ გადაწყვეტებს, რომლებიც იგივე ფუნქციას ნაკლებ ფასად ან უფრო მარტივი ექსპლუატაციით ასრულებს.
სანამ ტენდერს გამოაცხადებთ ან მასალებს შეუკვეთავთ. ამ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ ნახაზებს ეხება, მშენებლობის დროს კი უკვე ფულსა და ვადას.
დიახ. ჩვენ შენიშვნებსა და წინადადებებს ვამზადებთ, საბოლოო ცვლილებას კი პროექტის ავტორი ან ჩვენ, თქვენი დავალებით, ვასრულებთ.
აირჩიეთ მომსახურება, აღწერეთ პროექტი და დაგვიტოვეთ კონტაქტი. მოთხოვნას განვიხილავთ და გამოგიგზავნით შეთავაზებას ფასითა და ვადით.
დამოუკიდებელი საინჟინრო რჩევა: ტექნიკური კითხვის შესწავლა, ვარიანტების შედარება, ობიექტის შეფასება და გადაწყვეტილების დასაბუთება.
შენობის ყველა საინჟინრო სისტემის შეთანხმებული პროექტი: HVAC, გათბობა, ვენტილაცია, წყალი, ელექტროობა, სუსტი დენები და სახანძრო სისტემები.
საპროექტო დოკუმენტაცია მშენებლობისთვის: მუშა ნახაზები, დეტალები, სპეციფიკაციები და მოცულობების უწყისები, რომლითაც მშენებელს კითხვები აღარ უჩნდება.